ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარეს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ მიუმართავს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნდნენ, რომ მათი არგუმენტები გადაწონის “რუსთავი 2”-ის დაცვის მხარის არგუმენტებს, ამ შემთხვევაში სასამართლოს დაუყოვნებლივი აღსრულების შუამდგომლობით მიმართავს.
როგორც სალიამ განაცხადა, ამის შესახებ მოსამართლე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
“ჩვენ ასეთი რამ ამ დროისთვის არ მოგვითხოვია. თვითონ მოსამართლე ამის შესახებ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, კანონი ამის შესაძლებლობას არ უშვებს. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება დადგეს დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხი, თუმცა ეს გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ეს საჩივრდება 12 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში”, – განაცხადა სალიამ და დასძინა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების თაობაზე, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი გარემოებები არ იყო არგუმენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები