„რუსთავი 2“-ის ადვოკატი საქმის განხილვის გადადების მოთხოვნას დააყენებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის ადვოკატის თამთა მურადაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცეზე მოპასუხე მხარე “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვის გადადების მოთხოვნას დააყენებს. ადვოკატის ამ განცხადების მიზეზი კი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებაა. ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ დღეს მოპასუხე მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს მოსამართლე ურთმელიძის აცილების შუამდგომლობასაც.
“ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარება პირდაპირ დაკავშირებულია დღევანდელ დღესთან. იყო ინფორმაცია, რომ მოსამართლე დღეს გამოიტანს გადაწყვეტილებას და დღესვე გასცემს სააღსრულებო ფურცელს. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო ნიკა გვარამიას მისამართით მუქარა, რომ უკან დაეხია. ეს იქნება საფუძველი ჩვენი მხრიდან, რომ გადადების შუამდგომლობა დავაყენოთ. მან არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე, რაც ხაზს უსვამს, რომ მან დაარღვია საპროცესო უფლებები. გამოვლინდა ახალი გარემოებები, სავარაუდოდ, ის უკანონო გარიგებაშია “თელასის” იურიდიული სამსახურის უფროსთან, ასევე ის იხილავს კომერციული ბანკების დავებს, რომელთანაც აქვს საფინანსო ურთიერთობები. ეს ფაქტები მოწმობს იმას, რომ მოსამართლის, როგორც მართლმსაჯულების წარმომადგენლის, სანდოობა არის ძალიან დაბალი”, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები