„ჩემთვის გასაკვირია, რომ აქცენტებს აკეთებენ არა იმაზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, არამედ იმაზე, როგორ მოხდა ვიდეოების გავრცელება“

ასეთი მასალის განადგურება არავის არ შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ე.წ. კასრების ვიდეოკადრებზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მისთვის საკვირველია ის, რომ ექსპერტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები აქცენტებს აკეთებენ არა იმაზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში, არამედ იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ვიდეოების გავრცელება და რატომ არ გაანადგურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
“ჩემთვის მართლა გასაკვირია, რომ ექსპერტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები აქცენტებს აკეთებენ არა იმაზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში, არამედ იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ვიდეოების გავრცელება და რატომ არ გაანადგურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
მე მგონი, ამ ადამიანებს არც იმდენი ცოდნა აქვთ, რომ ასეთი მასალის განადგურება არავის არ შეუძლია. ეს მასალები დევს საქმეში და პროკურატურაში ინახება. ასევე მე ვიცი, რომ ასლები გადაცემული აქვთ დაცვის და ბრალდების მხარეებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები