თინათინ ხიდაშელი: გამოძიების გასაღები ხელში ნიკა გვარამიას უჭირავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, “რუსთავი 2”-ის საქმის გამოძიება თავად ნიკა გვარამიაზეა დამოკიდებული. განცხადებას მის შანტაჟთან დაკავშირებით გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების გასაღები ხელში თავად ნიკა გვარამიას უჭირავს.
“მე ვუსმინე გუშინ ბატონ გვარამიას, გუშინვე დაიწყო პროკურატურამ გამოიძიება, უკვე ჩააბარა მათ უწყისი. აქ საკითხი ძალიან მარტივად არის. ამ საქმის უსწრაფესი გამოძიება, მასზე რეაგირება, პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელზეც ნიკა გვარამია საუბრობდა, მის ხელშია. გამოძიების გასაღები ხელში უჭირავს ნიკა გვარამიას. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დღეს შეუძლია ამ გამოძიების ეფექტურობა და სისწრაფე უზრუნველყოს, ეს არის ნიკა გვარამია”, – განაცხადა ხიდაშელმა.