მანანა კობახიძე: ისტერიკას იმართებენ და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებამდე უნდათ საქმის მიყვანა

ისტერიკას რომ იმართებენ და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებამდე უნდათ საქმის მიყვანა, (რაც არ გამოუვათ, რასაც არ დავუშვებთ, კანონს დავიცავთ ბოლომდე!) ეს ყარამანაშვილები სად არიან, მათი უფლებები ჯერ არ “დაურღვევია” ხელისუფლებას?!,  – ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელების, მფლობელებისა და მხარდამჭერების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მანანა კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
კობახიძეს მიაჩნია, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და მოდავე მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებას სიმშვიდით უნდა დაელოდონ და არ შექმნან ქვეყანაში დესტაბილიზაცია.
“რუსთავი 2”, მისი ჟურნალისტები, “ნაციონალური მოძრაობა”, მათი აქტივისტები, მხარდამჭერები და კიდევ, არ ვიცი ვინ, ბოლო ხმაზე რომ გაჰკივიან, არიქა, გვიშველეთო, ისტერიკას რომ იმართებენ და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებამდე უნდათ საქმის მიყვანა, (რაც არ გამოუვათ, რასაც არ დავუშვებთ, კანონს დავიცავთ ბოლომდე!) ეს ყარამანაშვილები სად არიან, მათი უფლებები ჯერ არ “დაურღვევია” ხელისუფლებას?! საოცარი ამბავია, მახსოვს, ბადრი პატარკაციშვილი როგორ იცავდა “იმედს”, სიცოცხლე დათმო კაცმა მგონი, და ტელევიზია – არა, ხოდა ამ უჩინარი “მესაკუთრეების” ძალიან მიკვირს, მათზე მეტად ვინმე შეიძლება წუხდეს, მართლაც თუ რამე ემუქრება მათ საკუთრებას?! ახლა, შეიძლება ზრდილობის გულისთვის ერთი განცხადება გააკეთებინონ. მოკლედ, ვისიც არის და როგორიც არის, მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს მხოლოდ კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებას, იმოქმედებს შინაგანი რწმენით და სინდისით, გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოს და არა რომელიმე მხარის სახელით, მოსამართლე თავად არის ამ საქმეში ხელისუფალი და არა სხვა ვინმე, ასე რომ, სიმშვიდით დაელოდოს ორივე მხარე და ფრთხილად იყვნენ, კერძო ქონებრივი თუ სხვა ინტერესების გამო, ჩვენი ქვეყანა არ დააზარალონ!!! ჩემთვის მთავარი აი, ეს არის!, – წერს მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები