ცოტნე გამსახურდია: არ მინახავს გაუპატიურება, თუმცა, მინახავს სასიკვდილოდ ნაცემი ადამიანები, ხორცისა და სისხლის გროვად ქცეულნი

არასოდეს ვუჭერდი მხარს ამ ვიდეოების ასე საჯაროდ გავრცელებას, – ასე ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია, უკრაინული პორტალის მიერ გავრცელებულ წამებისა და გაუპატიურების კადრებს.
გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პატიმრობაში გატარებულ წლებს იხსენებს.
როგორც ცოტნე გამსახურდია წერს, მაშინ, როდესაც იგი ალაპარაკდა პენიტენციურ სისტემაში არსებულ წამებისა და არაადამინური მოპყრობის ფაქტების შესახებ, რამდენიმე ჟურნალისტის გარდა არავინ მიაქცია ყურადღება.
“ხალხო, ეს კადრები რა არის. არასოდეს ვუჭერდი მხარს ამ ვიდეოების ასე საჯაროდ გავრცელებას. თავის დროზე, როცა შსს-მ აჩვენა ვიწრო წრეს, მაშინაც გასაჯაროების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ… როდესაც ციხეში ვიყავი, თუ გახსოვთ, პირველი პატიმარი გახლდით, ვინც ღიად ალაპარაკდა წამებაზე მტკიცებულებების დასახელებით. თუმც ყური არავის გაუბერტყია. სად იყო მაშინ ჯერ ციხის კადრები? მხოლოდ “ობიექტივის” კოლექტივი და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი იზიარებდა და აზიარებდა ჩემს სიმწრით გამოტანილ ინფორმაციას. სახალხო დამცველი და პროკურატურა მაშინ ხმაშეწყობილად მუშაობდენ ამ მტკიცებულებათა გაქრობისა და ფალსიფიკაციისათვის… მოგეხსენებათ, ორი წელი სამარტოვო საკანში ვიჯექი და ჩემი თვალსაწიერი ფრიად შეზღუდული იყო. არ მინახავს გაუპატიურება, თუმც მინახავს სასიკვდილოდ ნაცემი ადამიანები, ხორცისა და სისხლის გროვად ქცეულნი და მაინც, მთავარი იყო ხმები, რომლებიც კორპუსზე ისმოდა და სწორედ ისინი არ მაძლევდენ საჭმლის ჭამის საშუალებას მაშინ. სულ არ მეხალისებოდა 67 დღე შიმშილი, დამერწმუნეთ. ის ხმები არასდროს დამავიწყდება. ვერ ვიტყვი, რას უშვებოდნენ იქ ადამიანებს, მაგრამ ის, რომ ასეთი ხმები ვინმემ შეიძლება გამოსცეს, ვერ დაგტოვებდა გულგრილს, თუ რამე ადამიანური გაგაჩნდა… ბევრი დამცირება, შეურაცხყოფა და მარტოობა გადავიტანე შინაურების და გარეულების მხრიდან ამის გაჟღერებისათვის მაშინ. დღესაც, მინდა გითხრათ, რომ იქაური ჯალათების უმრავლესობა ისევ ადგილზეა და არც პირადად ჩემს მიმართვაზე ყოფილა რაიმე რეაგირება ამ წლების განმავლობაში! მეტიც, ბატონი უსუფაშვილი და მისთანანი აგერ ნაცისტების გადარჩენას პრიორიტეტადაც კი გვისახავდენ. კოჰაბიტაცია, ეს ერთი შეხედვით უწყინარი პოლიტიკური მოვლენა სუსტი დემოკრატიული და სამართლებრივი ტრადიციის ქვეყანაში ჯალათების დაუსჯელობის და ხელს დაფარების სინონიმად იქცა და ამას გავლენიანმა დასავლელმა პოლიტიკოსებმაც ფრიად შეუწყვეს ხელი! დასასრულ, დროა ყველაფერს ეწოდოს თავის სახელი! უნდა მოხდეს ბოლობოლო ამომწურავი გამოძიება მომხდარის, დადგინდეს კვალი უმაღლესი ეშელონებისაკენ, დადასტურდეს დანაშაულის სისტემურობა და უსუფაშვილის მსგავსთა ბოდიალის ნაცვლად, ბოლობოლო აიკრძალოს ამის ავტორი პარტია! აიკრძალოს “ნაციონალური მოძრაობა”! ხომ აღარ არიან დღეს კბილაშვილ-ნაცვლიშვილის მსგავსი ფალსიფიკატორები? (თუმც დღეს ისინი მშვენივრად გრძნობენ თავს აქ, თბილისში…) წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კადრები”ოცნების” კომპრომატი უფრო იქნება, ვიდრე “ნაცმოძრაობის!” – წერს ცოტნე გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები