დავით ბაქრაძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბოგდან აურესკუსთან.
უწყების ცნობით, შეხვედრა რუმინეთში, ქ. ბუქარესტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ბოგდან აურესკუმ დაადასტურა რუმინეთის ხელისუფლების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს დაფიქსირებული პროგრესის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.