ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადებას გამოეხმაურა

ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს; ისინიც, ვინც ცდილობენ შანტაჟით მიაღწიონ სასურველ შედეგს, – ასე ეხმაურება ბიზნესმენი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში, “რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას.
ხალვაშს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს ნამდვილად დააშანტაჟეს თუ არა გვარამია ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
“ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს: მწამებელიც, მძარცველიც, მკვლელიც, გამომძალველიც და ისიც, ვინც ცდილობს შანტაჟით მიაღწიოს სასურველ შედეგს. ხელისუფლება ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება გვარამიას განცხადების საფუძველზე”, – წერს ქიბარ ხალვაში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები