პროკურორი: არ გამოვრიცხავ, წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი პასუხისგებაში მიეცეს
წყალმომარაგების კომპანიიდან თანხის მითვისების საქმეზე პროკურორი მაია სილაგაძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი პასუხისგებაში მიეცეს.
“ამ საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, თამარ ფხოველიშვილისა და მასთან დანაშაულებრივი კავშირში მყოფ პირებთან ერთად, მონაწილეობდნენ თუ არა სხვა პირები დანაშაულის ჩადენაში მიმდინარეობს გამოძიება. ტარდება არაერთი საგამოძიებო მოქმედება და იმ შემთხვევაში, თუ იქნება მოპოვებული საქმისთვის საკმარისი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამ ეტაპზე წინასწარ შედეგებზე საუბარი ნაადრევია”, – განაცხადა მაია სილაგაძემ.
წყალმომარაგების კომპანიიდან 3 მილიონამდე თანხის მითვისების საქმეზე ბრალდებულია კომპანიის მთავარი ბუღალტერი, მისი მეუღლე და კიდევ ერთი პირი.