საბურთალოზე მძარცველმა მაღაზიის ვიტრაჟი ქვით ჩაამტვრია
თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის №20-ში კომპიუტერული მაღაზია გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიის ვიტრაჟი მძარცველმა ქვით ჩაამტვრია. წაღებულია ერთი ლეპტოპი, და თანხა 5000-ლარამდე.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. მათივე თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.