ფეისბუქი მომხმარებელს სპეცსამსახურების მხრიდან თვალთვალის შემთხვევაში გააფრთხილებს
სოციალური ქსელი ფეისბუქი სპეცსამსახურების მხრიდან მომხმარებლის გვერდის გატეხვის შემთხვევაში მას შესაბამის შეტყობინებას გაუგზავნის.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ მომხმარებლის გვერდი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პირების მიერ არის გატეხილი, მომხმარებელი ამის შესახებ შესაბამის შეტყობინებას მიიღებს“, – ნათქვამია ფეისბუქის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამასთანავე, სოციალური ქსელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექს სტამოსი ამბობს, რომ მეთოდებს, რომლითაც ფეისბუქი თვალთვალის „გაშიფვრას“ აპირებს, კომპანია არ გაასაჯაროვებს.