საპროკურორო საბჭოს კიდევ ორი წევრი აირჩიეს

ფარული კენჭისყრის შედეგად, პროკურორთა კონფერენციამ საპროკურორო საბჭოს დარჩენილი ორი წევრიც აირჩია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კვოტაზე არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, ანზორ უსტიაძე, ხოლო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო და რაიონული პროკურატურების კვოტაზე – სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, მამუკა ფიფია.
კენჭისყრაში 400-ზე მეტი პროკურორი მონაწილეობდა. კონფერენცია დასრულებულია და, როგორც ცნობილია, აღნიშნულ საბჭოში სულ 8 პროკურორი წევრი იქნება, საიდანაც ექვსი – გიგა ძნელაძე, ნათია სონღულაშვილი, გოჩა ფარულავა, კონსტანტინე სირაძე, ანა კალანდაძე და თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე გუშინ აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები