ძაგანია ნათელაშვილზე: “ვანოს შოუს” ”პიდარასტ-შოუს” ეძახდა, გვარამიას რასაც ეძახდა, უბრალოდ ვერ გავიმეორებ

ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის მიმართ შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას ყოფილი „ლეიბორისტი“, „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია გამოეხმაურა და ქვეყნის პირველ „ლეიბორისტს“ წარსულში “რუსთავი 2” -ის მიმართ მისივე დამოკიდებულება შეახსენა.
ძაგანია ფეისბუქის პირადი გვერდის მეშვეობით იხსენებს, რომ შალვა ნათელაშვილი აღნიშნული ტელეკომპანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შოუს, “ვანოს შოუს” ”პიდარასტ-შოუს”ეძახდა, არხის ხელმძღვანელს ნიკა გვარამიას კი უწმაწურად მოიხსენიებდა.
„მანამ ერთად ვიყავით, “რუსთავი 2″ -ზე ფეხს არც შალიკოს ადგმევინებდნენ და არც ჩვენ. რაც კარი გამოვიჯახუნეთ, მას მერე ამ ტელევიზიის ”ვარსკვლავად” გადაიქცა. ვანოს შოუს ”პიდარასტ-შოუს”ეძახდა, ჩანაწერიც გვაქვს, ნიკა გვარამიას რასაც ეძახდა, უბრალოდ ვერ გავიმეორებ, გავრცელებულ ძალადობის ჩანაწერში რაც ჩანს, იმაზე უარესს უწოდებდა. ახლა… რა ძალა ჰქონია ამ ”დალოცვილ” ჯოჯოხეთის მანათობელს?“ – აღნიშნავს კახა ძაგანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები