ლევან სამადაშვილი თანამდებობას ტოვებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ „კვირას“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს განცხადებით, ლევან სამადაშვილმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით, იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან შეთანხმებით მიიღო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამადაშვილი ბოლო სამუშაო შეხვედრებს პარასკევს, 21 მარტს გამართავს. ლევან სამადაშვილის შემცვლელის წარდგენა, მის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ მოხდება.