პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქმიანობას აზერბაიჯანის მოსახლეობის 78,8% დადებითად აფასებს

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნების წინ სოციოლოგიური კვლევების ფრანგულმა კომპანია Opinionway-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
გამოკითხვაში  1 200 ადამიანი მონაწილეობდა. გამოკითხულთა 58% თვლის, რომ აზერბაიჯანი სწორი მიმართულებით ვითარდება, 22,9% საპირისპიროს მიიჩნევს, ხოლო 19,1%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
კითხვაზე, როგორ იცვლება აზერბაიჯანის ეკონომიკა ბოლო წლების მანძილზე, 54,1%-მა აღნიშნა, რომ უმჯობესდება, 28,2% თვლის, რომ მდგომარეობა არ იცვლება, 9,3% თვლის, რომ უარესდება, ხოლო 8,4%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.
კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ შემდეგ სფეროებში არსებული ვითარებით, პასუხები ასე გადანაწილდა:
1. ეროვნული უსაფრთხოებით ძალიან კმაყოფილია 71,4%, უკმაყოფილოა 10,8%, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 17,8%-მა.
2. დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობით, ძალიან კმაყოფილია 68,4%, უკმაყოფილოა 16,9%, ხოლო კითხვაზე პასუხი რესპონდენტთა 14,7%-მა არ იცის.
3. ადამიანის უფლებათა მდგომარეობა: ძალიან კმაყოფილია 69,8%, უკმაყოფილოა 12,5%, ხოლო კითხვაზე პასუხი რესპოდენტთა 17,7%-მა არ იცის.
4. განათლების დონე: ძალიან კმაყოფილია 48,8%, უკმაყოფილოა 41,3%, ხოლო კითხვაზე პასუხი რესპონდენტთა 9,9%-მა არ იცის.
5. კორუფციასთან ბრძოლა: ძალიან კმაყოფილია 71,2%, უკმაყოფილოა 18,1%, ხოლო კითხვაზე პასუხი რესპოდენტთა 10,7%-მა არ იცის.
6. დასაქმება: ძალიან კმაყოფილია 51,8%, უკმაყოფილოა 11,8%, ხოლო კითხვაზე პასუხი რესპონდენტთა 18,2%-მა არ იცის.
კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ აზერბაიჯანის პოლიტიკური სისტემის მუშაობით, რესპონდენტთა 50,8%-მა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია, 21,9%-ი ნაწილობრივ კმაყოფილია, 14,7% უკმაყოფილოა, ხოლო 12,6%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებით, რესპონდენტთა 78,8%-მა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია, 11,8%-ი ნაწილობრივ კმაყოფილია, 5% ნაწილობრივ უკმაყოფილოა, 2,9% კატეგორიულად წინააღმდეგია, ხოლო 1,5%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
რესპონდენტებს, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ ორი პასუხი აერჩიათ კითხვაზე, თუ რომელი პრობლემაა დღეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხები ასე გადანაწილდა: მთიანი ყარაბაღის პრობლემა – 66,5%; ეკონომიკური პრობლემები – 30,8%; განათლება – 23,3%; გარემოცვა – 11.7%; ადამიანის უფლებები – 9%; დიდი გადასახადები – 8,5%; ეროვნული უსაფრთხოება – 1,7%; ხოლო არ იცის – 6,3%-მა.
კითხვაზე, რამდენად გაინტერესებთ წინასაარჩევნო კამპანია, პასუხები ასე გადანაწილდა: ძალიან აინტერესებს – 41,2%-ს; ნაწილობრივ აინტერესებს – 35,3%-ს; შეიძლება ითქვას, რომ არ აინტერესებს – 9,6%-ს; საერთოდ არ აინტერესებს – 11,5%-ს, ხოლო არ იცის 2,4%-მა.
გამოკითხულთა 63%-მა განაცხადა, რომ ისინი აუცილებლად მიიღებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. 12%-მა აღნიშნა, რომ შეიძლება მივიდნენ არჩევნებზე, სავარაუდოდ, არ მივა არჩევნებზე მოსახლეობის 7,7%, 9% ნამდვილად არ მივა, ხოლო რესპონდენტთა 8,3%-მა უპასუხა, რომ ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული.
კითხვაზე, რამდენად გაკმაყოფილებთ ოლქის დეპუტატების მუშაობა, გამოკითხულთა 39,6%-მა უპასუხა, რომ სავსებით კმაყოფილია, 33,8%-მა აღნიშნა, რომ ნაწილობრივ კმაყოფილია, 10,8% – ნაწილობრივ უკმაყოფილოა, 9,8% – სასტიკად უკმაყოფილოა, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 6%-მა.
კითხვაზე, რომელი პოლიტიკური ძალის კანდიდატს უჭერენ მხარს, პასუხები ასე გადანაწილდა: მმართველი და მომხრე პარტიის კანდიდატი – 71,7%; ოპოზიციური პარტიის კანდიდატი – 6%; დამოუკიდებელი კანდიდატი – 16,4%; არ იცის – 5,9%-მა.
ბოლო არჩევნების შემდგომ პერიოდიდან დღემდე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, გამოკითხულთა 71%-მა განაცხადა, რომ მხარს იმავე დეპუტატს დაუჭერს, 22,3% სხვა დეპუტატს მისცემს ხმას, ხოლო 6,7%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
კითხვაზე, თუ რომელია მათთვის ინფორმაციის მიღების ძირითადი საშუალება, პასუხები ასე გადანაწილდა: მმართველი ძალის მომხრე გაზეთები – 31,1%; ოპოზიციის მომხრე ბეჭდვითი მედია – 11%; დამოუკიდებელი პრესა – 28,4%, აზერბაიჯანის ტელევიზია (AzTV) – 41,0%; სატელევიზიო არხი İctimai- 38,3%; კერძო ტელეკომპანიები – 67,9%; სახელმწიფო რადიოსადგურები – 17,4%; კერძო რადიოსადგურები – 9,5%; ინტერნეტი – 35,8%, სხვადასხვა ადამიანები – 24,4%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები