როგორი ამინდებია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე

ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, 21-22 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი.
„ხვალ, 20 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 21-22 ოქტომბერს განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმა და ნისლია ნავარაუდევი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს, მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 14-16 გრადუსი. 22 ოქტომბერს ღამით ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები