სალომე ზურაბიშვილი მერობისთვის მზად არ არის

„საქართველოს გზის“ დამფუძნებელი სალომე ზურაბიშვილი მერობისთვის მზად არ არის. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან” თავად განაცხადა. „მე ვიღებდი მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც დასრულდა ისე, როგორც დასრულდა. მიმაჩნია, რომ ამ ფუნქციის შესასრულებლად მზად ვიყავი, მქონდა ხედვაც და გამოცდილებაც. მერობისათვის მზად არ ვარ “, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. მისივე თქმით, დღეს თვითმმართველობის არჩევნების პროცესებში ჩართვას აზრი არ აქვს, რადგან ისე დამთავრდება, როგორც საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. „ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი, მე ქართულ პოლიტიკაში ვარ და ვიქნები“, – ამბობს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები