რეგიონული განვითარების მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 2015-17 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით მმართველი კომიტეტის IV სხდომა გაიმართა. სხდომას ევროკავშირის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პროექტის გუნდის წარმომადგენლები დაესწრნენ. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე მეოთხე ანგარიში განიხილეს, რომელიც პროექტის მიმდინარეობას ასახავს. ხსენებული პროექტი პროგრამის – „რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. მმართველი კომიტეტის მორიგი სხდომა სამი თვის შემდეგ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები