ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართავს

  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გეგმავს, წინადადებით მიმართოს საქართველოს მთავრობას, რომ შეიცვალოს შპს „ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესი. როგორც ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების მიზანია, საბჭო გახდეს უფრო წარმომადგენლობითი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, რაც მიიღწევა საბჭოს მუშაობაში დარგის სპეციალისტების უფრო ფართო ჩართულობით.
„საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება სამუშაო ჯგუფის (კომისიის) შემადგენლობა, რომელიც განიხილავს შპს „ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნების გზით დაკომპლექტების ახალ წესს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გეგმავს „ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს რეორგანიზაციის საკითხი საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაიტანოს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები