გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ლოდში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ქართულ დელეგაციასთან ერთად ქალაქ ლოდში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულეს.
ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქ ლოდში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულა. გიორგი მარგველაშვილს ეკლესიაში ისრაელში მცხოვრები ქართველები დახვდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ წმინდა გიორგის საფლავი და წმინდა ნაწილები მოილოცეს და ეკლესიაში პარაკლისს დაესწრნენ.
ეკლესიის წინამძღვარმა მამა ნიკოდიმოსმა საქართველო პრეზიდენტს წმინდა გიორგის ხატი გადასცა.