თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, გელოვანის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის და გაგარინის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ორხევის დასახლების და ალექსეევკის დასახლების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ გლდანის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ავშნის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: შანიძის, ჯანაშიას, ხორავას და მელიქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის და სპირიდონ კედიას ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები