არჩილ გამზარდია: იმ რეალობის შემქმნელები ხელისუფლებაში მობრუნებით გვემუქრებიან

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ხელისუფლებისგან გარანტიას ითხოვს, რომ მოქალაქეები დაცულები იქნებიან “ნაციონალური მოძრაობის” ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისგან. როგორც გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მავნებლობაა ილაპარაკო გამავრცელებლებზე.
“მართალი გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ გაავრცელა ე.წ. კასრების კადრები, მე იმაზე მომცეს ხელისუფლებამ პასუხი, როდის მოეხსნება ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს საშიშროება, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება – “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია? მე, როგორც მოქალაქეს, მჭირდება გარანტია, რომ ხელისუფლება გვიცავს მათგან და მათი სამომავლო დესტრუქციებისა თუ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისაგან…
და მართალი ვთქვა, მავნებლობაა, ილაპარაკო გამავრცელებელზე და ყურადღება არ გაამახვილო იმაზე, რომ იმ რეალობის შემქმნელები თავისუფლად დადიან და ხელისუფლებაში მობრუნებით გვემუქრებიან”, – წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები