ზუგდიდის ცენტრში სექსუალური ძალადობის კადრების ჩვენება მოეწყო
ზუგდიდში წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრები საჯარო ჩვენება მოეწყო. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი დარბაზის” წევრი სოსო ლაგვილავა იყო. კადრები ქალაქის ცენტრში, პროექტორის მეშვეობით გაუშვეს.
კადრების ნახვა ნებისმიერ გამვლელს შეეძლო. ადგილზე იმყოფებოდნენ არასრულწლოვანებიც.
“საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდებოდა, საიდან მოვდივართ და რა გვინდა ავაშენოთ. უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი”, – განაცხადა ლაგვილავამ.