რატომ საყვედურობს დავით ოსეფაშვილი პატრიარქს

ექსპერტი დავით ოსეფაშვილი საქართველოს პატრიარს მისი ბოლო ქადაგების გამო აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“მე ძალიან მიყვარს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ მისი ეს ბოლო ქადაგება ძალიან გულზე მომხვდა, სადაც ის ამბობს: “არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, უმუშევარი იყოს ადამიანი”. აქვე უწმინდესი მოუწოდებს დედებს, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა, ჩამოვიდნენ საქართველოში.
რა თქმა უნდა, ამას ყველა მივესალმებით, მაგრამ ჯერ ბობოყვათის რეზიდენცია, რომელიც 35 000 000 დოლარი ღირს და სხვა სიმდიდრე, რომელიც ეკლესიას გააჩნია, გაყიდეთ და მიეცით ამ ხალხს და მერე მოუწოდეთ მათ აქ ჩამოსვლა.
მე მესმის თქვენი, თქვენო უწმინდესობავ, რადგან ფუფუნებაში მყოფი ადამიანისათვის სხვანაირად ჩანს იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელიც იძულებულია ლუკმა პურის საშოვნელად, უცხოეთში გაიხიზნოს. თქვენ ამას სამწუხაროდ, როგორც ჩანს ვერ გაიგებთ…” – წერს დავით ოსეფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები