ე.წ. მატროსოვის ციხესთან საპროტესტო აქცია იმართება: სწორედ აქ უნდა ისხდნენ “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებიც

სწორედ ამ ციხეში უნდა ისხდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ის წევრებიც, რომლებიც ამ დრომდე არ გასამართლებულან – ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხესთან ” მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდული ცენტრის”ლიდერმა ზურა ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. “ახალგაზრდულ ცენტრს” “მატროსოვის ციხესთან” მიტანილი აქვს ბანერები წარწერით “ზონდერები ციხეში”, “სისხლიანი 9 წელი გასამართდეს” და ა.შ.

“მატროსოვის ციხეში” სხედან 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ავტორები და სწორედ ამ ციხეში უნდა ისხდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ის წევრებიც, რომლებიც ამ დრომდე არ გასამართლებულან, გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები.

ჩვენ არ გვაინტერესებს, თუ ვისი ატვირთულია ეს ვიდეო, მაგრამ ამ ვიდეოთი კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, თუ რა მეთოდებით სჯიდა ხალხს “ნაციონალური მოძრაობა”. ჩვენ მოვედით “მატროსოვის ციხესთან” და მივმართავთ “ნაციონალურ მოძრაობას”, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძეს და სხვებს. გივი თარგამაძის სიტყვებით – სულს ამოვხდით მათ იმ 9 წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის გამო”, – განუცხადა ქადაგიძემ ჟურნალისტებს.

“ახალგაზრდული ცენტრი” მიმართავს სამართალდამცველ უწყებებს, რომ დააჩქარონ ყველა ის პროცედურა, რომლის მეშვეობითაც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის წარმომადგენლები სრულად გასამართლდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები