არასამთავრობოები გუშინ გავრცელებულ კადრებში ასახულ ძალადობას “ნაცმოძრაობის“ ოფისთან და “მატროსოვთან“ გააპროტესტებენ

დღეს თბილისში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე ადგილზე საპროტესტო აქციას გამართავენ. საპროტესტო აქციები ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ ძალადობის შემცველ კადრებს უკავშირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ კადრებზე სრულ პასუხისმგებლობას “ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებენ და მოითხოვენ, პარტიამ მუშაობა შეწყვიტოს.
18:00-ზე “ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან “თავისუფალი თაობა” ორგანიზაციის ლიდერის ლადო სადღობელაშვილის ხელმძღვანელობით, საპროტესტო აქციას გამართავს. დღესვე 18:30-ზე “ახალგაზრდული ცენტრი“ – ზურაბ ქადაგიძის ხელმძღვანელობით მატროსოვის ციხესთან საპროტესტო აქციას იგეგმება. აქციას გეგმავენ “პროგრესული საქართველოს” წევრები. ისინი 19:00-ზე პირიმზესთან, “თავისუფალი ზონის ” ოფისთან შეიკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები