გიორგი ალიბეგაშვილმა კოლეგებთან ერთად ,,თბილისობის’’ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისელებს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და საკრებულოს წევრებთან ერთად ,,თბილისობის’’ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
საკრებულოს თავმჯდომარე ოჯახთან, დედაქალაქის მერთან და დეპუტატებთან ერთად რიყის პარკში “თბილისობა 2015”-ის ფარგლებში წელს პირველად გამართულ კულინარიის ფესტივალს ეწვია, სადაც მისულ ყველა სტუმარს „შეფ მზარეულების“ მონაწილეობით საინტერესო სანახაობის და ასევე ქართული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ.
დღესევე გიორგი ალიბეგაშვილი კოლეგებთან ერთად რიყის პარკში გამართულ ღვინის, ასევე შემოდგომის ფესტივალის ფარგლებში გამართულ – ყვავილების, ხილის, ჩაისა და თაფლის ფესტივალს დაესწრო და სხვადასხვა კოოპერატივების მიერ დამზადებული პროდუქცია დაათვალიერა.
მოგვიანებით, საკრებულოს დელეგაციამ რიყეზე გამართულ სპორტული ღონისძიებებისკენ გადაინაცვლა. დეპუტატებმა რაგბის, ჭადრაკისა და ჭიდაობის ტურნირში მონაწილეებს ,,თბილისობა’’ მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
დღესვე, თბილისის ისტორიულ მუზეუმში „ ქარვასლა“ ,კულტურული მეწარმწეობის ფესტივალი გაიმართა, რომლის მიზანი დამთვალიერებლებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის რეწვის სხვადასხვა დარგების, მათ შორის -მინანქრის, თექის, ხეზე კვეთის კერამიკისა და სხვა მიმართულებისთ პროფესიული ნამუშევრების გაცნობაა. ფესტივალს, რომელიც სამომავლოდ ახალგაზრდა და დამწყები ოსტატების საქმიანობის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ. სახალხო დღესასწაული ,,თბილისობა 2015” “საპატიო თბილისელების” დაჯილდოვების ცერემონიალით დაიწყო და 19 ოქტომბერს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეგიდით გასამართი ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსით ,,თბილისი 2015“ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები