ეკა გიგაური წამების ამსახველ კადრებზე: ეს არის საშინელება, რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში

ყველა, ვინც აძლევდა დავალებებს, ყველა, ვინც ასრულებდა ამ დავალებებს და ამით ქმნიდა ჯალათურ სისტემას, უნდა დაისაჯოს, -ასე ეხმაურება არასამათავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური უკრაინული საინფორმაციო პორტალის, Tube.ua-ს მიერ გავრცელებულ წამების ამსახველ კადრებს.
როგორც გიგაური ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, პირველ რიგში კი პოლიტიკოსებმა, უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს.
„ეს არის საშინელება, რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში. ყველა, ვინც აძლევდა დავალებებს, ყველა, ვინც ასრულებდა ამ დავალებებს და ამით ქმნიდა ჯალათურ სისტემას, უნდა დაისაჯოს. მე მგონი ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, პირველ რიგში კი პოლიტიკოსებმა, უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს. ასევე პატივი უნდა ვცეთ წამების მსხვერპლებს და შევწყვიტოთ ამ ადამიანების ტრაგედიის სააშკარაოზე გამოტანა. მსგავსი ვიდეოკადრები საგამოძიებო სამსახურებში მკაცრად უნდა იყოს დაცული“,- წერს ეკა გიგაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები