ნიკოლოზ მჟავანაძე წამებაში მონაწილე პირთა სიას აქვეყნებს

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე, წამებაში მონაწილე პირთა სიას აქვეყნებს. აღნიშნულ საკითხზე მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ სამეგრელოში ხალხის გაუპატიურებაში ყველა დასჯილია.
აი მათი სიაც: დავით ჩაგინავა (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი-გამომძიებელი) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

– კობა თოდუა (იგი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო დაკავების მომენტში) – 9 წლით პატიმრობა;

– გურამ ჭითანავა (შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მოქმედი თანამშრომელი იყო დაკავების მომენტში) – 6 წლით პატიმრობა;

– პაატა ქირია (შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

– გიორგი ბულია (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

– ირაკლი ახალაია (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი) – 2.3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ის
– თემურ უბირია (ბრალდების ცნობით, ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ის ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას) – 7.6 წლით თავისუფლების აღკვეთა”, – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები