ლუკა კურტანიძე: მეტს ნუ მოგვთხოვთ, მეტის თმენა წარმოუდგენელია

მეტს ნუ მოგვთხოვთ მეტის თმენა წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში წამების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით წერს.
“ჩვენ იმაზე მეტი ვითმინეთ და ვაპატიეთ რამდენიც სხვა ერისთვის წარმოუდგენელია… და რა მივიღეთ?! ნაცები და მათი პავლიკა მოროზოვები (თავხედი ზონა) გვემუქრება და გვიგინებს ყველაფერ ღირებულს. ….! მეტს ნუ მოგვთხოვთ მეტის თმენა წარმოუდგენელია!!! ის კადრები, რაც ვრცელდება მწარე სიმართლეა და ყველამ თქვენს ტკივილად მიიღეთ, თქვენი ოჯახის წევრის ტკივილად მიიღეთ და ამის შემდეგ ილაპარაკეთ კოჰაბიტაცის გაგრძელებაზე! კმარა…. გვეყოფა მეტი აღარ შეგვიძლია !!! – წერს ფეისბუქზე ლუკა კურტანიძე.
უკრაინულმა ვიდეპორტალმა tube.ua-მ, ცოტა ხნის წინ სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული. ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაკავებულ პირებს აწამებენ და აუპატიურებენ, რის შემეგაც მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა, წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები