ლია ჯახველაძე სამგორის რაიონში დავით ცეცხლაძის სახელობის სკვერის გახსნას დაესწრო

“თბილისობა 2015“-ის ფარგლებში სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული სერჟანტის დავით ცეცხლაძის სახელობის სკვერი გაიხსნა.
ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლია ჯახველაძე, სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური, საკრებულოს დეპუტატი კობა კობალაძე, ვეტერანთა დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე დავით ცეცხლაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
დღესვე ლია ჯახველაძემ რაიონის გამგებელთან ერთად დავით ცეცხლაძის სახელობის სკვერში, “თბილისობის’’ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები