გიორგი ალიბეგაშვილმა “არქიტექტურული პრემია 2015” –ის გამარჯვებული დააჯილდოვა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მე-10 საერთაშორისო კონკურსის ,, არქიტექტურული პრემია 2015” –ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სასტუმრო ,, რედისონ ბლუს’’ საპრეზენტაციო დარბაზში მოეწყო, “საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის”, ჟურნალი „STYLE“-ის ეგიდით, დედაქალაქის საკრებულოს, თბილისის მერიისა და მერიის არქიტექტურის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა კონკურსის ნომინაციაში გამარჯვებულს, საუკეთესო არქიტექტურული და დიზაინერული ნამუშევრის ავტორს “არქიტექტურული პრემია 2015”-ის ლაურეატის დიპლომი და პრემიის სიმბოლო, მცირე ფორმის სკულპტურა გადასცა.
საერთაშორისო კონკურსი “არქიტექტურული პრემია – 2015” საცხოვრებელი, საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერისა და დიზაინის სფეროს მოიცავდა.
კონკურსი ყოველ წელს იმართება და მისი მიზანი საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების გამოვლენაა, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები