ევროპის მოედანზე სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა
„თბილისობა 2015“-ის ღონისძიებების ფარგლებში, ევროპის მოედანზე სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა.
კონცერტს თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.
კონცერტი სამხედრო ორკესტრების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა და მასში საქართველოს გარდა, მონაწილეობა მიიღეს სამხედრო ორკესტრებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თურქეთიდან.
ერთობლივ კონცერტზე სამხედრო მარშები და თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა.