ირაკლი აბუსერიძემ მოსახლეობას ,,თბილისობა 2015’’ მიულოცა
“თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის ათივე რაიონში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ვაზისუბანში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით და თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მხარდაჭერით, თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მოსწავლეთა სახლის აღსაზრდელებმა, ქორეოგრაფიულ ანსაბლმა ,,ჯორჯია’’ და ბავშვთა ანსაბლმა ,,ბზიკები’’.
„თბილისობის’’ ფარგლებში ასევე მოეწყო სპორტული შეჯიბრებები რაგბში, ფეხბურთსა და ფრისბში.
მაჟორიტარმა დეპუტატმა გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა, თბილისელებს დღევანდელი დღესასწაულ მიულოცა და ამასთან, მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ყველას გილოცავთ ,,თბილისობა-2915’’ და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტრადიციად იქცევა’’,-განაცხადა დეპუტატმა.