დავით ნარმანია „არქიტექტურული პრემია 2015“-ის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია „არქიტექტურული პრემია 2015“-ის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიების მიზანია საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრებისა და სხვადასხვა მიმართულებით საუკეთესო ინტერიერის გამოვლენა. დავით ნარმანიამ ჯილდო პრემიის მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულს გადასცა. დავით ნარმანიამ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.„თბილისის მერია დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს ამ კონკურსს, ისევე როგორც სხვა არქიტექტურულ კონკურსებს. რაც მეტი ჩართულობა იქნება, მეტი პროექტი შეირჩევა და მათ შორის საუკეთესოები გამოვლინდება, მით უფრო ლამაზი და მოწესრიგებული ქალაქი გვექნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. „არქიტექტურული პრემია 2015“-ის დაჯილდოებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ ნემსაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და არქიტექტურის საერთშორისო ფესტივალის ფარგლებში ტარდება.
პრემია ენიჭებათ არქიტექტორებსა და დიზაინერებს ქალაქგეგმარებით, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისათვის. ღონისძიების ორგანიზატორები არიან “საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია” და ჟურნალი ” STYLE”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები