ზვიად კვაჭანტირაძე: NDI-ის გამოკითხვის მიმართ ჩემი ნდობა ძალიან დაბალია

ამ გამოკითხვების მიმართ ნდობა ჩემთვის ძალიან დაბალია. ჩვენ ჩვენს შიდა კვლევებს ვენდობით, რომლის მიხედვიდაც ასევე ბევრი გვაქვს სამუშაო, მაგრამ სულ სხვა მიმართულებებით, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
როგორც კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, NDI-ის კვლევა სრულად ეწინააღმდეგება კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ შიდა კვლევებს.
“ახლა შევხვდით NDI-ის და კომპანიას. გარეთ “რუსთავი 2” – ის მგონი სტაჟიორი გოგონა მხვდება და მეკითხება, როგორ აფასებთ ოცნების დაბალ რეიტინგსო. ზუსტად ვიცი, ჩემს პასუხს დაჩეხავენ, მაგრამ მაინც აქ დავწერ. ჩემი წინა პოსტი დღევანდელმა შეხვედრამ გაამყარა. ვერც ერთ შეკითხვაზე მეთოდოლოგიის და შეკითხვების ფორმულირების თაობაზე დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მივიღეთ. კრიტიკას ვერ უძლებს გამოკითხვის პოლიტიკური ნაწილი. იგი სრულ წინააღგმდეგობაში მოდის ჩვენს შიდა კვლევებთან. ამიტომ, მე იგივე აზრი გამიმყარდა. ამ გამოკითხვისადმი ნდობა ჩემთვის ძალიან დაბალია. ამით ვერ ვიხელმძღვანელებთ, მაგრამ ვერც სირაქლემის პოზიციაში ვიქნებით. ჩვენ ჩვენს შიდა კვლევებს ვენდობით, რის მიხედვიდაც ასევე ბევრი გვაქვს სამუშაო, მაგრამ სულ სხვა მიმართულებებით. დღეს თავად გვითხრეს, ეს კომპანია უკრაინელებსაც გამოუძახიათ სასწრაფოდ, მიშას და მისი ძმების იმიჯის გადასარჩენად. მოკლედ, უფრო დაზუსტებულ პასუხს ჩვენგან არჩევნებზე მიიღებთ “, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები