ირაკლი ღარიბაშვილმა და იგორ ლიხნოვსკიმ საქართველოში მიმდინარე და განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები განიხილეს
საქართველოში მიმდინარე და განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სლოვაკეთის Exim Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იგორ ლიხნოვსკიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.
Exim Bank-ს, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 30 მილიონ ევრომდე ღირებულების პროექტები აქვს დაფინანსებული.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომელიც ბაკურიანში აკვაპარკისა და სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს.
საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს და აღინიშნა, რომ Exim Bank-ის დაფინანსებით, საქართველოში 500 მილიონ ევრომდე ღირებულების საინვესტიციო პროექტების განხორციელება იგეგმება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე, კომპანია Green City-ს დირექტორი რამაზ მიქაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.