ფატუ ბენსუდა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ხარისხით კმაყოფილია
ჰააგის სისხლის სამართლის საქმის პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ხარისხით კმაყოფილია. აღნიშნული განცახდება მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც ფატუ ბენსუდამ აღნიშნა, ქართული მხარე გამოძიებასთან ყველა ნაწილში თანამშრომლობს.
“საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობით კმაყოფილი ვართ. ყველანაირ ინფორმაციას აწვდის ჰააგის პროკურორის ოფისს. იუსტიციის მინისტრმა დამარწმუნა, რომ ასეთი კარგი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს ხელისუფლება დაგვეხმარება”, – განაცხადა ფატუ ბენსუდამ.
მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობა დამოკიდებული იქნება სწორედ თანამშრომლობის ხარისხზე კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან