დიმიტრი ქუმსიშვილი „ტრასეკა“-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში თბილისში იმყოფება „ტრასეკას“ სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალური მდივანი მირჩა ციოპრაგა, რომელიც 16 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხები და ხაზი გაუსვეს „ტრასეკა“-ს პროგრამის მნიშვნელობას აბრეშუმის გზის განვითარებაში. გენერალური მდივნის მიერ აღნიშნულ იქნა ფორუმის უდიდესი მნიშვნელობა რეგიონისთვის სატრანსპორტო-სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით. ამასთან, მხარეებმა განიხილეს ტრასეკას პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.
მირჩა ციოპრაგამ ფორუმის ფარგლებში 15 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო პანელში ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები