ჰააგის პროკურორი რუსეთში ჩასვლას აპირებს
ჰააგის ტრიბუნალის პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ის როგორც რუსეთში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლას გეგმავს.
როგორც ბენსუდა აცხადებს, როგორც საქართველო, ისე რუსეთი, აფიქსირებს მზაობას, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
“საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებმა ოფიციალურად დააფიქსირეს თანხმობა თანამშრომლობაზე და მოგვაწოდეს ინფორმაცია და დოკუმენტები. ასე რომ, ჩვენ იმედი გვაქვს, ისინი კვლავ გააგრძელებენ თანამშრომლობას. მე მაქვს გეგმაში, რომ ჩავიდე ადგილზე და გავეცნო ადგილობრივ სიტუაციებს. ასე რომ, გამოძიების ნებართვის მიღების შემდეგ, ყველა ღონეს გამოვიყენებ, რაც საჭირო იქნება. ბოლო ვიზიტი მქონდა რუსეთში წინა წელს, თუმცა, ერთი გარანტია მინდა მოგცეთ, რომ ჩემი ქმედება იქნება სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი”, – აღნიშნა ბენსუდამ.