ფატუ ბენსუდა: არ გვქონია მცდელობა, რომელიმე მხარის როლი შეგვემცირებინა, ან მოდიფიკაცია გაგვეკეთებინა

არ გვქონია მცდელობა, რომელიმე მხარის როლი შეგვემცირებინა, ან მოდიფიკაცია გაგვეკეთებინა, – ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მეტი ინფორმაცია გვექნება, თუ ჩატარდება გამოძიება. აქ საუბარია სამივე მხარის ქმედებებზე. ჩვენი მხრიდან, არ გვქონია მცდელობა, რომელიმე მხარის როლი შეგვემცირებინა ან მოდიფიკაცია გაგვეკეთებინა”, – აღნიშნა ფატუ ბენსუდამ, იმ კითხვის პასუხად, თუ რატომ არის პროკურატურის შუამდგომლობაში დაფიქსირებულ შესაძლო დანაშაულებში შესუსტებული რუსეთის როლი, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ ის იყო კონფლიქტის მხარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები