პლუტონს შესაძლოა, პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს

„ნასას“ მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომელიც კოსმოსური აპარატის New Horizons-ის მეშვეობით პლანეტა პლუტონის შესწავლას ეხება. ამ მისიის ერთ-ერთი შედეგი პლუტონზე ატმოსფეროს აღმოჩენა გახდა. მეცნიერების აზრით, მცირე ზომების და მზისგან დიდი მანძილით დაშორების მიუხედავად, პლუტონი შეიძლება ძალზე აქტიური პლანეტა იყოს და მასზე ვულკანური აქტივობაც შეინიშნებოდეს.
პლუტონი პლანეტების სიიდან 2006 წელს ამოშალეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „კოპლერის რკალზე“ სხვა ანალოგიური ობიექტებიც არსებობს, მაგალითად, ჯუჯა პლანეტა ერიდა. პლუტონის ხელახალი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ის ერიდაზე დიდია, რაც მისთვის პლანეტის სტატუსის დაბრუნების მიზეზი შეიძლება გახდეს. მეცნიერებმა უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება პლუტონისთვის პლანეტის სტატუსის დაბრუნების მოთხოვნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები