„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა“ და Dongfang Electric-ს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა“ და უდიდეს ჩინურ კორპორაცია Dongfang Electric -ს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი, რომელსაც ” საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” Dongfang Electric-ის დაფინანსებით განახორციელებს, ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობას. მისი დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ-ს, წლიური გამომუშავება 1 მილიარდი კვტ/ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია.
შეთანხმებების ხელმოწერას წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი კორპორაცია Dongfang Electric-ის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და კონკრეტული პროექტები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები