„აბრეშუმის გზის“ ფორუმზე ხელისუფლების გრძელვადიანი ეკონომიკური ხედვა და სწორი ეკონომიკური ორიენტირები გამოჩნდა“

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „აბრეშუმის გზის“ ფორუმის მიმდინარეობაზე ისაუბრა და ხელისუფლების ეკონომიკური ორიენტირები მოიწონა.
ნაჭყებიას განცხადებით, ფორუმზე ხელისუფლების ეკონომიკური ხედვა გამოჩნდა. მან დადებითად შეაფასა მთავრობის მოქმედებები, ევროპის ბაზართან ერთად, აზიის მიმართულებითაც იმუშაონ.
„ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ეს, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია, სადაც ხელისუფლების გრძელვადიანი ეკონომიკური ხედვა, ორგანიზებულობა და სწორი ეკონომიკური ორიენტირები გამოჩნდა. ჩვენ, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძალიან სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ ევროპის ბაზრის ათვისების მიმართულებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აზია, როგორც ძალიან მზარდი ეკონომიკური რეგიონი, დავივიწყოთ. ეს ფორუმი სერიოზულ იმედებს და პერსპექტივებს ბადებს იმისას, რომ ეს მომავალში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე აისახება“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები