გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “აბრეშუმის გზის” ფორუმის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, უენცაი ჟანგს შეხვდა.
მინისტრმა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
უენცაი ჟანგმა მადლობა გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების და “აბრეშუმის გზის” პროექტის ფარგლებში საქართველოს ჩართულობისა და ინიციატივების გამო.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის როლს საქართველოში აზიური კაპიტალის მოზიდვის, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მომზადებისა და ადმინისტრაციული რესურსის რეფორმირების და გაუმჯიბესების თვალსაზრისით.
შეხვედრაზე უენცაი ჟანგმა აღნიშნა საქართველოს ხელისუფლებასა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის უაღრესად კარგი პრაქტიკა და გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთოს საქართველოს მონაწილეობით საინვესტიციო და ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში.