ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მანანა კობახიძესა და გიორგი ბარამიძეს შორის შეკამათება მოხდა

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესა და საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გიორგი ბარამიძეს შორის შეკამათება მოხდა.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო შეთანხმება, რომ გახმაურებულ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დღის პირველ ნახევარში მოხდებოდა განხილვა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა კანონპროექტები.
ბარამიძის ამ განცხადებებს მანანა კობახიძემ უპასუხა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით კანონპროექტებზე იმსჯელოს და ამ კანონპროექტების განხილვის შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობა მოხდება.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმცირესობა რაფალიანცის, კიწმარიშვილის და თათუხაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები