„როდესაც ადამიანებს აქვთ უფლება, მოითხოვონ წართმეული ქონება, ამაში სახელმწიფოს წვლილი არ მიუძღვის“

ტელეკომპანია „რუსთავი -2“ -სა და მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მომზადებული განცხადების პროექტის განხილვა დღეს პარლამენტში ისევ გაგრძელდება.
აღნიშნულ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეხმაურება. მისივე თქმით, როდესაც ადამიანები ითხოვენ, რომ დაიბრუნონ თავისი წართმეული ქონება, ამაში სახელმწიფოს არავითარი წვლილი არ შეიძლება მიუძღოდეს.
„კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა, თუმცა პროვოკაცია უფრო უხეში სიტყვაა იმ დახვეწილ გეგმასთან შედარებით, რასთანაც გვაქვს საქმე. არავითარი ჩაგვრა არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს ელემენტარული პროცესი, როდესაც ადამიანებს, ვიღაცებს აქვთ უფლება, მოითხოვონ თავიანთი წართმეული ქონება და ამაში სახელმწიფოს არავითარი წვლილი არ შეიძლება მიუძღოდეს, გარდა იმისა, რომ ატმოსფერო შექმნას სამართლისათვის“,- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები