ეკა ბესელია: „ნაცმოძრაობას“ სურს, რომ სამართლებრივი დავა პოლიტიკურ პროცესში გადმოიტანოს
„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა.
როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ სამართლებრივი დავა პოლიტიკურ პროცესში გადმოიტანოს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ პოლიტიკურ პროცესში გადმოიტანოს სამართლებრივი დავა. მათი სურვილია, რომ პარლამენტი რეალურად ამ დავის განხილვის არენა გახდეს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, ეს არის ძალიან მარტივი განზრახვა, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ არ ავყვებით ამ იაფფასიან მეთოდს და ძალიან მარტივი და მე, ვფიქრობ, ყველაზე სწორი პასუხი, რაც უნდა ჰქონდეს პარლამენტის უმრავლესობას, ეს პოზიცია გვექნება, რომ ნებისმიერი სასამართლო პროცესი, რომელიც დაწყებულია და მიმდინარეობს, სასამართლოს სივრცეში უნდა დაეტიოს“,- განაცხადა ბესელიამ.