რატომ არ დაქორწინდება ენრიკე იგლესიასი ანნა კურნიკოვაზე?
ცნობილი ესპანელი მომღერლის ენრიკე იგლესიასის აზრით, ქორწინება ანნა კურნიკოვაზე მათ ურთიერთობას ვერ გააუმჯობესებს, იმაზე უკეთესად ვერ აქცევს, ვიდრე ახლა არის.
“ქორწინების წინააღმდეგი ვარ. სრულიად საკმარისია,როცა ვინმეს ხვდები და მასთან დიდხანს ცხოვრობ, როგორც მე და ანნა. სხვა კიდევ რით დაუახლოვდება წყვილი ერთმანეთს? არა მგონია, რომ ქორწინებით უფრო ბედნიერი ვიქნებით”, – განაცხადა მომღერალმა.
ცნობილი ჩოგბურთელი ანნა კურნიკოვა და ენრიკე ერთმანეთს 2001 წელს კლიპ “Escape”-ს გადაღების დროს შეხვდნენ და მას შემდეგ ერთად არიან. თუმცა, პრესაში მათი დაშორების შესახებ არაერთხელ დაიწერა. ერთი წლის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ქორწინდებიან. რიცხვიც უკვე დანიშნეს და სტუმართა სიაც შედგენილია, თუმცა მოგვიანებით წყვილის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო.