დავით ბაქრაძე მაურიციო გრეგანტის შეხვდა

5 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების განყოფილების უფროსს მაურიციო გრეგანტის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. ამ მიმრთულებით ხაზი გაესვა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ისევე, როგორც სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაცია. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა მთავრობისთვის აღიშნული პაკეტის დროული და ეფექტიანი განხორციელების პრიორიტეტულობის საკითხს.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო რუსეთის ანტი-დასავლურ პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში პესიმისტური განწყობების დანერგვას.
დავით ბაქრაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები